პოლიტიკა
საპარლამენტო არჩვენების პარალელურად მოქალაქეები საკრებულოს ახალ დეპუტატებსაც აირჩევენ

საპარლამენტო არჩვენების პარალელურად  8 ოქტომბერს სავარაუდოდ მოქალაქეები საკრებულოს ახალ დეპუტატებსაც აირჩევენ.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ „ღამის კონტაქტში“ განაცხადა.

საკრებულოს ის წევრები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარებად დაასახელა, უფლებამოსილებას იჩერებენ.

ნინო გოგუაძის, ბექა ნაცვლიშვილის და ირაკლი აბუსერიძის განცხადებები უკვე დაკმაყოფილებულია.

თბილისის გარდა, თვითმართველობის ორგანოებს რეგიონებშიც აკლდება კადრები,  შუალედური არჩევნების ოფიციალური თარიღი საარჩევნო კომისიის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

Print