პოლიტიკა
ბიუროს სხდომაზე უსუფაშვილისა დაბურჯანაძის ინიციატივებზე იმსჯელებენ

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილისა და ნინო ბურჯანაძის  ინიციატივებზე იმსჯელებენ.


ბიუროს სხდომას ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დაესწრებიან.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პარლამენტში შეტანილი განაცხადით ითხოვს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ საქართველოს უბლოკო სტატუსი ქონდეს.

ბურჯანაძის ინიციატივის პასუხად, მოქმედი თავმჯდომარე, წინადადებით გამოდის, რომ კონსტიტუციის პრეამბულას დაემატოს ფრაზა იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

დეპუტატებს ამ საკითხებზე ორი დღის წინ უნდა ემსჯელათ, თუმცა ბიუროს სხდომა ვერ შედგა, რადგან პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ მივიდნენ.

Print