პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური - "ქართული ოცნება", "რესპუბლიკელები" და "ნაცებიც" უნდა მოიხსნან რეგისტრაციიდან
კლიპის და რუსული ჯარის გამო, "ქართული ოცნება", "რესპუბლიკელებ" და "ნაცებიც" უნდა მოიხსნან რეგისტრაციიდან,

მეჭიაურის განცხადებით, ისინი ნატო-ს ჯარის ყოფნაზე არიან ორიენტირებულები.- ასე ეხმაურება  მეჭიაური ცესკო-ს მიერ “ცენტრსტების“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

“არ მინდა, ეჭვი შევიტანო ცეკო-ს გადაწყვეტილების სამართლიანობაში, თუმცა, როდესაც ასე ემთხვევა პოლიტიკური განცხადებები და სამართლებრივი გადაწყვეტილება, ცხადია, ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას გაუჩნდება ეჭვი, ხომ არ შეიძლება ეს ყველაფერი თანხვედრაში იყოს. კლიპის გამო და რუსული ჯარის გამო, „ქართული ოცნება“, „რესპუბლიკელები“ და „ნაცებიც“ უნდა მოიხსნან რეგისტრაციიდან, ისინი ნატო-ს ჯარის ყოფნაზე არიან ორიენტირებულები. არც ერთი ჯარი არ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაზე, ამ ჭკუაზე ვარ, არც რუსული და არც ამერიკული. ახლა იმის გამო, რომ ერთს ერთი ქვეყნის ჯარი მოსწონს და მეორეს მეორე, ყველა ჯარი ოკუპანტია”, - განაცხადა მეჭიაურმა.

Print