პოლიტიკა
პრემიერმა ”ქართული ოცნების” აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აჭარის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან: ფატი ხალვაში, ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, ანზორ ბოლქვაძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები: ბათუმის 68-ე ოლქში - ვახტანგ წულაძე; ბათუმის 69-ე ოლქში -ილია ვერძაძე; ბათუმის 70-ე ოლქში - ნუგზარ სურმანიძე; ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი რომანაძე; ხელვაჩაურში - მერაბ კარანაძე; ხულოში, შუახევსა და ქედაში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ბიზნესმენი ხვიჩა შარაშიძე.
Print