პოლიტიკა
პრემიერმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

ბათუმის 68-ე ოლქში პარტიის კანდიდატი იქნება   ვახტანგ წულაძე, აჭარის     გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი.

ბათუმის 69-ე ოლქში პარტიიდან წარმოდგენილია პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ილია ვერძაძე.

ბათუმის 70-ე ოლქში პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ნუგზარ სურმანიძე.

ქობულეთში   მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი რომანაძე, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

ხელვაჩაურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება მერაბ კარანაძე.

ხულოში, შუახევსა და ქედაში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ბიზნესმენი ხვიჩა შარაშიძე.

Print