პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი გორის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

თავდაცვის   ექსმინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი  ოქრუაშვილი  საპარლამენტო არჩვნებში  ქალაქ  გორის  მაჟორიტარი დეპუტატის  მანდატისთვის იბრძოლებს.

მისი კანდიდატურა   საინიციატივო  ჯგუფმა  დღეს წარადგინა.  ირაკლი ოქრუაშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია და  კონკურენტ კანდიდატებს,  მათ შორის  ასევე  თავდაცვის ექს მინისტრს,  ირალი ალასანიას  არჩევნებში  წაგების გამო წინასწარ  თანაუგრძნობს.

"მმართველმა პარტიამ გარკვეული უდიერი დამიკიდებულება გამოხატა მოსახლეობის მიმართ,  როდესაც საკუთარი კანდიდატები წარადგინა. თუ ნახავთ  კანიდადატებს, მათ არაფერი აქვთ საერთო პარლამენტარიზმთან. ახალგაზრდებს ჩვენ შევუქმნით  განცდას,რომ  მომავალი მათია", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

გორის  რაიონში   მაჟორიტარი დეპუტატობისთვის  ასევე ოქრუაშვილის თანაგუნდელი    ჯაბა იმერლიშვილი იყრის  კენჭს.

 

Print