პოლიტიკა
„ირაკლი ალასანიას გორში გამარჯვება ძალიან გაუჭირდება“
„ეროვნული ფორუმის“ გორის მაჟორიტარობის კანდიდატის  სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით, ირაკლი ალასანიას გორში გამარჯვება ძალიან გაუჭირდება

მისი თქმით, ირაკლი ალასანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, მას შემდეგ რაც „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა თამაზ შიოშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე  უარი განაცხადა.

„ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ირაკლის მხრიდან იძულებითი ნაბიჯი იყო. ის ამისთვის არ ემზადებოდა. მას წინასაარჩევნო მომზადება არ გაუვლია. ამომრჩეველთა 80%-ი პროცენტი თამაზ შიოშვილს გაყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ 80 %-ი  დატოვებს. ალასანიას ძალიან გაუჭირდება. თბილისის მერე გორი მეორე პოლიტიკური ცენტრი იქნება.

თითქმის ყველა პარტია იბრძვის გორისთვის, რადგან გორი ქართლის გულია“, – განაცხადა ვახტანგაშვილმა.

Print