პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მაჟორიტარები თბილისში
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრი ”ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში წარადგინოს.

კანდიდატების ზუსტი ვინაობა ამ დრომდე უცნობია, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მოქმედი დეპუტატების და მმართველი გუნდის რიგებში არსებული პირების შესაძლო მაჟორიტარ-დეპუტატობასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი ვერსიით, თბილისში კენჭს გია ჟორჟოლიანი, გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და გიორგი კახიანი იყრიან.

„ მაესტროს“ ინფორმაციით, ერთ-ერთ რაიონში ვიცე-მერი, ირაკლი ლექვინაძეც იბრძოლებს. გია ჟორჟოლიანი „კონტაქთან“ საუბარში აცხადებს, რომ მმართველი გუნდი, ყველა შესაძლო კანდიდატს განიხილავს და კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

”ქართული ოცნება” დედაქალაქში მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას უახლოეს დღეებში აპირებს.

Print