პოლიტიკა
“თავისუფალი დემოკრატების” გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პარტია დატოვა
„თავისუფალი დემოკრატების” გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით წეწვაძემ პარტია დატოვა და “ქართულ ოცნებაში” გადავიდა.

ამის შესახებ   მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა გადაწყვეტილების მიზეზი ირაკლი ალასანიას პარტიის “ნაციონალურ მოძრაობასთან” იდეოლოგიური დაახლოება გახდა.

„ჩემთვის მიუღებელია “ნაციონალურ მოძრაობასთან “ მიმსგავსებული იდეების მატარებელ პარტიასთან ერთად დგომა. ეს მანკიერი მსგავსება გუშინ განვითარებულ მოვლენებში დავინახე, რომელსაც ბინძურ თამაშს ვუწოდებ.

ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები” და შევუერთდე პარტია ,,ქართულ ოცნებას – დემოკრატიული საქართველოს”, -განაცხადა  დავით წეწვაძემ.

დავით წეწვაძის განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების”რიგების დატოვებას პარტიის კიდევ რამდენიმე წევრი გეგმავს.

შეგახსენებთ,რომ ”თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა თამაზ შიოშვილმაც,რომელიც გორის მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი.

Print