პოლიტიკა
კახა კალაძე: ეჭვი ჩნდება, რომ პაპუაშვილი პოლიტიკური სპეკულაციებითაა დაკავებული
ის ,რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია.

ამის შესხებ ვიცე პრემიერმა ტელეკომპანია ”მაესტროს”  ეთერში, გადაცემა „ღამის კონტაქტში“ განაცხადა.

კალაძე ეჭვობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეთანხმებით მოქმედებს.

”პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ მოსამართლეების განცხადებები, რომ არავითარ ზეწოლასა და შანტაჟს ადგილი არ ჰქონია. იქვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციები გიორგი პაპუაშვილის მხრიდან. ვიცი რომ გამოძიება დაწყებულია ამ ფაქტზე, დაველოდოთ მის დასრულებას და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დეტალებზე საუბარი და ამ კონკრეტული ფაქტის შეფასება, თუმცა ეჭვი უკვე ჩნდება იმისა, რომ ბატონი პაპუაშვილი უკვე დაკავებულია პოლიტიკური სპეკულაციებით თავის ყოფილ, ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად. ჩემი მხრიდან გარკვეულ დეტალებში შესვლა ვფიქრობ არ იქნება სწორი, ამიტომ უმჯობესი იქნება გამოძიებას დაველოდოთ”, - განაცხადა კალაძემ.

Print