პოლიტიკა
კახა კალაძე თამაზ შიოშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე, ყოფილ ”თავისუფალ დემოკრატ”, გორის მაჟორიტარ დეპუტატ თამაზ შიოშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში,„მაესტროს“  „ღამის კონტაქტში“ განაცხადა.

კითხვის - დატოვა თუ არა შიოშვილმა ”თავისუფალი დემოკრატები” იმის გამო, რომ ”ქართულმა ოცნებამ” მას, არჩევნების შემდეგ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის პოსტზე დანიშვნას დაჰპირდა? - საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის თქმით, პირადად მას, თამაზ შიოშვილთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია.

”თუმცა, ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს და თვლის, რომ მისი შესაძლებლობები შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც აქვს სწორი ხედვა და იზიარებს იმ პოლიტიკურ გემოვნებას, რომელიც პარტია ”ქართულ ოცნებას” გააჩნია. ასე რომ, ჩვენი კარი დახურული არაა”, - განაცხადა კახა კალაძემ.

Print