პოლიტიკა
ირაკლი ალასანია კენჭს გორში იყრის
გორში „თავისუფალი დემოკრატებიდან“ მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭს პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია იყრის
.ამის შესახებ ალასანიამ რამდენიმე წუთის წინ, გორში გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.
"მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება პირადად ვიყარო კენჭი გორში. სწორედ შიდა ქართლიდან, გორიდან მინდა დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის, როგორც განვითარება, ასევე ეკონომიკური აღორძინება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ  სოფლის მეურნეობა ფეხზე დადგეს, ვაჭრობა გაძლიერდეს და გორსა და შიდა ქართლში შეიქმნას შიდა ფენა",- განაცხადა ალასანიამ.

პარტიის უკვე ყოფილმა კანდიდატმა,  თამაზ შიოშვილმა "თავისუფალი დემოკრატები" დღეს დატოვა.  შესაბამისად, მან საკუთარი კანდიდატურაც მოხსნა.

Print