პოლიტიკა
“გაგვაგებინონ წამების საქმეები, რომელსაც ქუჩაში ჩვენება კი არ სჭირდებოდა, არამედ გამოძიება "
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ ივა ჩიღვინაძეს, რომელიც მან კონსულტანად დანიშნა, მკვლელობაში  დებს ბრალს.

“როდესაც ადამიანს აბრალებ მკვლელობას, როდესაც პრეზიდენტს აბრალებ გარდაცვლილთა უპატივცემულობას, პოლიტიკაშიც უნდა იყოს ალბათ რაღაც ლიმიტები”, –

ამის შესახებ პრეზიდენტმა „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „ღამის კონტაქტში“ განაცხადა.

“ის მკვლელობისთვის არ იყო გასამართლებული… ივა დაიჭირეს და აწამეს. როდესაც შენს მიერ ნაწამებ ადამიანს კიდევ ბრალდებას წაუყენებ, რომ ის ყოფილა მკვლელი… ეს გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო კიდევ ერთხელ ამ ადამიანის ღირსების და უფლებების შემლახავი”.

მისი თქმით, რომ ივა ჩიღვინაძე იმუშავებს, რათა გაირკვეს, თუ რა ეტაპზეა გახმაურებული პოლიტიკური საქმეები.

“გაგვაგებინონ წამების საქმეები, რომელსაც ქუჩაში ჩვენება კი არ სჭირდებოდა, არამედ გამოძიება – რამდენი ადამიანი იდევნება ამ საქმეებისთვის,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩიღვინაძე მარგველაშვილმა კონსულტანტად დანიშნა, თავდაპირველად ენმ–ის წევრმა, პარლამენტარმა ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა ფეისბუკში:

“მაინტერესებს, მართალია თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარგველაშვილმა თავის მრჩევლად ივა ჩიღვინაძე დანიშნა. ეს ის ჩიღვინაძეა, რომელმაც 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი, ვლადიმერ მანსურაშვილი მოკლა და რომელიც ბესელიამ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა”.

Print