პოლიტიკა
"დღესაც ვადასტურებ ერთგულებას იმ ღირებულებების მიმართ, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა"

ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი პირნათლად შევასრულე, მაგრამ დღესაც ვადასტურებ ერთგულებას იმ ღირებულებების მიმართ, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა-

ამის შესახებ პრეზიდენტმა „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „ღამის კონტაქტში“ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მან ყველაფერი პირნათლად ვერ შეასრულა, თუმცა ცდილობს, ამ ღირებულებებს დღესაც არ გადაუხვიოს.

"მე ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი პირნათლად შევასრულე, მაგრამ ერთგულებას იმ ღირებულებების მიმართ, რაც "ქართულ ოცნებას" ჰქონდა, დღესაც ვადასტურებ, რომ ის ღირებულებები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 2012 წელს, 2013 წელს, ეს ღირებულებები დღესაც ჩემთვის ღირებულია და მაქსიმალურად ვცდილობ - ეს პოლიტიკაში რთულია, მაგრამ ვცდილობ, რომ ამ ღირებულებებს არ გადავუხვიო", - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

Print