პოლიტიკა
პრეზიდენტი ქორწინების საკითხზე რეფერენდუმს არ დანიშნავს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინების განსაზღვრის თემაზე რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ საკითხზე დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

„პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ მე დიდ პატივს ვცემ რეფერენდუმს, როგორც პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების მნიშვნელოვან ფორმას და ვთვლი, რომ რეფერენდუმი, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტი იძლევა საშუალებას, პოლიტიკოსებს გაგვაგონოს ხალხის ხმა.

თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას გულისხმობს რეფერენდუმის კანონი.

კანონში კი, გარკვევით წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

მე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებული ვარ, პირველ რიგში დავიცვა ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში, რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს აძლევს ოკუპანტს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, რაც შეეხება ამ კონკრეტულ წინადადებას, რომელიც შემოსულია რეფერენდუმთან დაკავშირებით, მასში წარმოდგენილი ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს.

კონკრეტულ წინადადებას, რომელიც შემოსულია რეფენდუმთან დაკავშირებით. მასში წარმოდგენილი ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამავე დროს, კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფენდუმით მიღებას. ”შესაბამისად, თუ არსებობს ასეთი სურვილი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნას კონსტიტუციური ცვლილება, ასეთ შემთხვევაში, მე სრულიად ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ შესაბამისი კანონპროექტი უნდა განიხილოს საქართველოს პარლამენტმა”, ანაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

 

Print