სიახლეები
''ქართული ოცნების'' განცხადება - შეფასებები
"ქართული ოცნება", ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს სპეციალური განცხადებით მიმართავს.
მმართველი გუნდი ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის შესაძლო არჩევას ქვეყნისთვის საფრთხედ აფასებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტია, კენჭისყრაში წერეთლის სასარგებლოდ ხმის მიცემას არ აპირებს.
"გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ორჯერ იყო არჩეული და ის ამ პოზიციას პარტიული მიზნებისათვის აქტიურად იყენებდა, თუმცა, რამდენად ხელმძღვანელობდა წერეთელი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით - საზოგადოებისთვის უცნობია. გასათვალისწინებელია, რომ ენმ-ის ლიდერი თუ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პირები ღიად გამოხატავენ საქართველოში "რევოლუციური სცენარის" და სხვა ტიპის უკანონო ქმედებებით ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილს. ქართული ოცნება ასევე მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის არჩევამ - საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე, შესაძლოა ჩრდილი მიაყენოს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შედეგების ობიექტურად და დაბალანსებულად აღქმას და გავლენა მოახდინოს 2016 საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებაზე. აქედან გამომდინარე, "ქართული ოცნება" მოუწოდებს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები",- ნათქვამია " ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Print