პოლიტიკა
საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები

, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრის მთავარი თემები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსსაქართველოში ვიზიტისთვის, რაც ორი ქვეყნის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთ ნათელ გამოხატულებად შეაფასა.
საუბარი შეეხო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის მნიშვნელობას, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. აღინიშნა, რომ საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიებაა. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული ფორუმი პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს როლს და შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებ
Print