პოლიტიკა
რუსეთის დელეგაცია გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს უჭერს
ეუთო-ს საპარლამენრო ასამბლეის რუსეთის დელეგაცია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის  ნიკოლაი კოვალიოვის  განცხადებით, გიგი წერეთელი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სათავეში.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ მას მხარს დავუჭერთ. იმედი მაქვს, რუსეთი ამ საკითხში მარტო არ იქნება და ეს ადამიანი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სათავეში.  ჩვენი სურვილი იყო, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ესაუბრა თანამშრომლობაზე. არსებობს შესწორებები და კონკრეტული წინადადებები, რომლებსაც შევეხებით“, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი კოვალიოვმა.

Print