პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ შიდა კვლევებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი -13% „ქართული ოცნების“ - 35%-ია
"ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 13%-მდეა, "ქართული ოცნების" კი 35%-ს შეადგენს
პარტია "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევებით "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 13%-მდეა, "ქართული ოცნების" კი 35%-ს შეადგენს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "მთავარი თამარ ჩიქოვანთან" სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ განაცხადა.
"დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარებული კვლევის შედეგებით "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" რეიტინგთან ასეთ ურთიერთობაში იყო: "ქართული ოცნების" იყო 30%-მდე და "ნაციონალური მოძრაობის" 15%-მდე. ახლა "ნაციონალური მოძრაობა" არის 13%-მდე, ქართული ოცნება - 35%. ასეთი სხვაობაა, ეს არის რეალობა. ამას სხვადასხვა გვერდითი მონაცემებიც ადასტურებს. მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა და გამყარდა "ქართული ოცნების" პარტიის ლიდერის გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი, ბევრი მონაცემის გამო. ბაქრაძისა და კვირიკაშვილის რეიტინგებს შორის ორმაგი სხვაობაა. 42% თუ არის კვირიკაშვილის, 21%-ზე მეტია ბაქრაძის", - განაცხადა ბიგვავამ.

Print