პოლიტიკა
საქართველოს ხვალ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა

 

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ხვალ
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან  ინფორმაციით, სამინისტოში გაიმართება მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა გერმანელ კოლეგასთან, რის შემდეგაც მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. საქართველოში სამუშაო ვიზიტის პარალელურად, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას.

 

Print