პოლიტიკა
სეპარატისული რეჟიმი ჟენევაში დევნილების საკითხის განხილვაზე უარს ამბობს

ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა.

 

ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისული რეჟიმი ჟენევაში დევნილების საკითხის განხილვაზე უარს ამბობს.
ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა.
დე ფაქტო საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ უარის მიზეზი საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციის რამდენჯერმე წარდგენა გახდა.
ამასთანავე, სოხუმი ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიზას სთხოვს, რათა გაეროში ლტოლვილთა საკითხებზე საუბარი თავად შეძლოს.

 

Print