პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატები" კამპანიას - „თავისუფლება ჯარისკაცებს" იწყებენ

 

ყველა უბნისა და ქუჩის მკვიდრს ეხება, რათა ჯარისკაცების თავისუფლების აქტს ხელი მოაწეროს და სამხედროების გათავისუფლებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
თავისუფალი დემოკრატები“  დღეიდან, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის კამპანიას - „თავისუფლება ჯარისკაცებს“ იწყებენ.

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია სხვა ლიდერებთან ერთად, ხელმოწერების შეგროვების კამპანიაში ერთვება, რომელიც ქალაქის ყველა უბნისა და ქუჩის მკვიდრს ეხება, რათა ჯარისკაცების თავისუფლების აქტს ხელი მოაწეროს და სამხედროების გათავისუფლებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„სახალხო კამპანიის“ დაწყების შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თავისუფალ დემოკრატებს“ გვჯერა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებულ ,,სახალხო კამპანიას“ სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეუერთდება და ეს ბრძოლა უკანონოდ დაპატიმრებული ჯარისკაცების ციხიდან დასახსნელად აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება’’, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

 

Print