პოლიტიკა
ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა,
, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ანა დოლიძის პირველივე დავალება და საქმიანობა დაკავშირებული იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცესთან.
ანა დოლიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან დღეს გადადგა.

ანა დოლიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე გიორგი კვერენჩხილაძე შეცვალა.

 


Print