პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია

 

"ჩემი ერთ-ერთი დაპირება იყო სავალდებულო გაწვევის გაუქმება

უშიშროების საბჭოს აპარატს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ ჯერ რაიმე
ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების
შესახებ ჯერ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია
როგორც უშიშროების საბჭოს აპარატში აცხადებენ, უშიშროების საბჭოს მდივანმა შესაბამისი ბრძანება
გასაცნობად თავდაცვის სამინისტროდან უკვე გამოითხოვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის
დროს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება.
"ჩემი ერთ-ერთი დაპირება იყო სავალდებულო გაწვევის გაუქმება. მე ვთქვი,
რომ 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება. საქართველოს შეიარაღებული
ძალები ღირსეულია და ყველას უნდა სურდეს იქ მსახურობა, ვისაც არ სურს, ძალით
არ წავიყვანთ. მე თქვენი თანდასწრებით ვაწერ ხელს ბრაძანებას, რომ
სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის მომდევნო მინისტრებს, შეუძლიათ, ეს ბრძანება გააუქმონ.
"ჩემს შემდგომ მინისტრებს, ვისაც არ მოეწონება, თავად უნდა გააუქმონ ეს ბრძანება", - აღნიშნა ხიდაშელმა.

 

Print