პოლიტიკა
ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის კომიტეტში დღეს აღარ გაიმართება
27 ივნისს ჩანიშნული ყველა კომიტეტის სხდომა გადაიდო
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) დღეს აღარ გაიმართება.
აღნიშნული საკითხი კომიტეტის ხვალინდელი სხდომის დღის წერიგში იყო შეტანილი, თუმცა ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 27 ივნისს ჩანიშნული ყველა კომიტეტის სხდომა გადაიდო, რათა პოლიტიკურ ჯგუფებს საშუალება მიეცეთ შეხვდნენ და მოემზადონ საგანგებო პლენარული სესიისთვის. რიგგარეშე სხდომაზე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებენ.
დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.
Print