პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ლიხტენშტაინსა და ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს მხრიდან ეს გახლავთ პირველი ოფიციალური ვიზიტი ლიხტენშტაინში.
საქართველოს მხრიდან ეს გახლავთ პირველი ოფიციალური ვიზიტი ლიხტენშტაინში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, 2016 წლის 22-23 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ლიხტენშტაინის სამთავრობოსა და ბრიუსელს ეწვევა.
ლიხტენშტაინის საგრაფოში მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრთან აურელია ფრიკთან, ასევე ლიხტენშტაინის სამთავროს მმართველთან პრინც ალიოსთან
. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან ეს გახლავთ პირველი ოფიციალური ვიზიტი ლიხტენშტაინში.
23 ივნისს მინისტრი ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მისი შეხვედრები ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში. მინისტრი შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე -პრეზიდენტს ფედერიკა მოგერინის. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ შეთანხმებას

Print