პოლიტიკა
ვანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა
“ვანო მაჭავარიანი კურირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებს

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დაინიშნა.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა,  ეკა მიშველაძემ განაცხადა.

“ვანო მაჭავარიანი კურირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებს. ვანო მაჭავარიანს აქვს 25-წლიანი გამოცდილება დიპლომატიურ ურთიერთობებში და ასევე უსაფრთხოების საკითხებში, რაც ჩვენი აზრით, ძალიან წაადგება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს საქმიანობას", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

Print