ეკონომიკა
პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა 102 ხმა 10-ის წინააღმდეგ  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლო ვარიანტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა. 
ბიუჯეტის პროექტის მიღებას წინ პოლიტიკური დებატები უსწრებდა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
2017 წლის ბიუჯეტს საპარლამენტო  უმცირესობამ და "პატრიოტთა ალაინსმა" მხარი არ დაუჭირეს.

Print