ეკონომიკა
„ჯორჯიან თაიმსის“ მე-17 ბიზნეს დაჯილდოება 10 ნოემბერს გაიმართება

მედიაჰოლდინგ „„ჯორჯიან თაიმსის“ და ”გორბის” ერთობლივი რიგით მე-17 ბიზნეს დაჯილდოება 10 ნოემბერს გაიმართება.

მზადება ღონისძიებისთვის უკვე დაწყებულია.

ჯორჯიან თაიმსისა“ და „გორბის“ ტრადიციული ბიზნეს დაჯილდოება  მეწარმეებს,  ბიზნესმენებს, დიპლომატიური კორპუსის, მოწინავე ბიზნესის,  მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს 2016 წლის ნოემბერში უკვე მეჩვიდმეტედ  შეკრებს.  ბიზნეს-რეიტინგში  2015 - 2016 წლების საქართველოს საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდებიან.

ბიზნეს რეიტინგის  ორგანიზატორების ინფორმაციით, ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს სიახლეა:  პირველად ჩატარდება ინვესტორთა დაჯილდოება Investment Awards, რომლის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

პროექტის მიზანი ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და, რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

მე-17 ბიზნეს რეიტინგის ფარგლებში გამოვლინდება 30 საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი და  საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, გრან-პრის მფლობელს, ღონისძიების დღეს, რეიტინგში მონაწილე კომპანიები კენჭისყრის საფუძველზე  თავად დაასახელებენ.

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდებიან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გადაეცემა გარნ-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებულია ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი),ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი).

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების,სოციოლოგიური კვლევების სამსახურები იღებენ მონაწილეობას.

პროექტის მედია მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "მაესტრო", ტელეკომპანია "დრო", "საზოგადოებრივი მაუწყებელი. ტელეკომპანია "რუსთვი 2", ტელეკომპანია "იმედი" . ტელეკომპანია "იბერია", TV "პირველი", ტელეკომპანია "ობიექტივი", TV "აფხაზეთის ხმა", "საფერავი TV",  ტელეკომპანია "მუზიკბოქსი", გადაცემა "ბიზნესკონტრაქტი",  გადაცემა "საქმიანი დილა", რადიო "ფორტუნა", "ავტორადიო",  ონლაინ გაზეთი www.geotimes.ge, ბიზნეს პორტალი www.award.com.ge,  საინფორმაციო სააგენტო www.for.ge, საინფორმაციო სააგენტო www.georgianpress.ge, საინფორმაციო პორტალი w.1news.ge, პორტალი www.kvira.ge, საინფორმაციო სააგენტო www.reportiori.ge, 23.  ინგლისურენოვანი გაზეთი The Georgian Times, ინგლისურიენოვანი გაზეთი Caucasian Business Week, 25.  ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, გაზეთი "პრაიმთაიმი", 27.  ჟურნალი თბილისელები ,გაზეთი “სვაბოდნაია გრუზია“, გაზეთი „ვერსია“,გაზეთი ქართული სიტყვა ,ჟურნალი Forbes Georgia.

მედიაჰოლდინგ “Georgian Times “-სა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს 21-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული ბიზნეს დაჯილდოება 1995 წლიდან დღემდე ყოველწლიურად ტარდება.

 

 

 

Print