ეკონომიკა
ქუმსიშვილი ლარის კურსის ვარდნას ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უკავშირებს

 

"ეს არის ერთჯერადი გავლენა, რომელიც მოხდა
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლიდან გამომდინარე",-ასე აფასებს ლარის გაუფასურებას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის დევალვაცია ევროს დასუსტებამ განაპირობა.
"ეს არის ერთჯერადი გავლენა, რომელიც მოხდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება და თავისთავად, აისახა ჩვენ ვალუტაზე.
ამავე დროს, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაშინ იყიდონ ვალუტა, როცა ეს სჭირდებათ და მაშინ გაყიდონ, როცა ეს სჭირდებათ იმიტომ, რომ ძალიან ხშირად, მოსახლეობა გადაწყვეტილებას არასწორ დროს იღებს.
როგორც წესი, ისინი ყიდიან ვალუტას ყველაზე ცუდ კურსში და აკეთებენ ამას პირიქითაც ყველაზე ცუდ კურსში.
მინდა, ყველას ვთხოვო, რომ მაშინ მოახდინოს ვალუტის გადახურდავება, მხოლოდ იმ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ ყველანაირი მოლოდინების გარეშე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

Print