10:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება #809 საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
10:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, დარბაზი N304
11:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, დარბაზი N301
11:00 საათზე, საია, თბილისის საქალაქო სასამართლოში ენერგეტიკის სამინისტროს და გაზის ტრანსპორტის კომპაანიის წინააღმდეგ სარჩელს წარადგენს.
11:00 საათზე, ”რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი მარიამ ფირცხალაიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: რა უარყოფითი გავლენა შეიძლება დადგეს სტუდენტთა დაფინანსების წესის ცვლილებასა და საგრანტო პოლიტიკის შეცვლის შედეგად და რას შეცვლის ორგანიზაციის სარეკომენდაციო წინადადებები.
11:00 საათზე, ”რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები, ფარულ ვიდეო და აუდიო ჩაწერასთან დაკავშირებით; ფარული მიყურადება და ე.წ. 3 გასაღები; არჩევნებისთვის მზადება, მოლაპარაკება პოლიტიკურ სუბიეტებთან და ინიციატივა საარჩევნოდ ბლოკების აკრძლვასთან დაკავშირებით.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
11:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პროექტის „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
მის.: ბელიაშვილი ქ. #8, მიონის ბიზნესცენტრი (ტელეკომპანია „მაესტროს“ გვერდით), მე-3 სართული)
საკონტაქტო პირი ნანა ჩინჩილაკაშვილი - 599 50 26 19
11:00 საათზე, სასტუმრო ”ამბასადორში“ სახალხო დამცველი ჟურნალისტებს კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ქალთა და ბავშვთა უფლებების შესახებ სპეციალურ ანგარიშს წარუდგენს.
მის.: შავთელის ქ. #17
11:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, დარბაზი N307
11:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, დარბაზი N303
11:30 საათზე, ”მრეწველთა პარტიის“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ფარული მიყურადება; საკონსტიტუციო ცვლილებები და გაჟღერებული ინიციატივა; საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული პრობლემები; ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო სიტყვის თავისუფლების დასაცავად.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
11:30 საათზე, ”მარშალპრესის“ პრეს-კლუბში ”ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა მედიაში მიმდინარე პროცესებსა და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: მაჩაბლის ქ. #7
საკონტაქტო ტელ: 599 261 414
12:00 საათზე შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში პროექტის ”თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების და აღსრულების მხარდაჭერა საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართება.
12:00 საათზე, ”მარშალპრესის“ პრეს-კლუბში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალური პროდიუსერი დოდო შონავა ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: მაჩაბლის ქ. #7
საკონტაქტო ტელ: 599 261 414
12.00 საათზე, „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე საჯარო ლექციას წაიკითხავს - „თანამედროვე მონაცემები უძველესი ჰომოს შესახებ“.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია.
12:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგით მესამე შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გახსნის.
მის.: წერეთლის გამზ. #144, თბილისი (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009
12:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
12:30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ბანკის მოვალეების, აზოტის ქარხნის მუშების და ბავშვთა სამყაროს დაზარალებული მოვაჭრეების გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართება.
მის.: ინგოროყვას ქ. #7
საკონტაქტო ტელ: 599 299 338
13:00 საათზე, ”თბილისი მარიოტში” საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება.
თემა: საარჩევნო სისტემის განხილვა საკონსტიტუციო კომისიაში.
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 77 98 98
13:00 საათზე, ”ბიბლუსი გალერეაში” გაიმართება “ნებულას” (nebula.ge) ზოგადი უნარების სავარჯიშოების უნიკალური, ნახევრად ელექტრონული ჟურნალის პრეზენტაცია.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #7
13:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
13:30 საათზე, ”ნაციონალური მოძრაობა” რუსთაველის მეტროდან უზენაესი სასამართლოს მიმართულებით აქცია-მსვლელობას გამართავს.
14:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან უსახლკაროთა აქცია გაიმართება.
14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში აფხაზური ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: ი.ჭავჭავაძის გამზ.13, თსუ VIII კორპუსი
14:00 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 4-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. გეგმას წარადგენს ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე.
14:00 საათზე, პარლამენტის C კორპუსთან შპს "საფინანსო საქართველოს" დაზარალებულ მეანაბრეთა აქცია გაიმართება.
საკონტაქტო პირები: ანა ძნელაძე - 555 525 868, დათო კოპაძე - 595 953 359
19:00 საათზე, ”აუდიტორია 115”-ის ორგანიზებით, ”საქართველოს ბანკის” ცენტრალული ფილიალიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე აქცია-მსვლელობა გაიმართება.