ანონსი
12 იანვრის ანონსი
ანონსი

10:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა დარბაზს გახსნის.

10:00 საათზე, “თავისუფალი საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, თენგიზ ომანიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: “თავისუფალი საქართველო” პარტია “გირჩს” სოლიარობას უცხადებს“.

მის: ონიაშვილის ქ. #80

საკონტაქტო პირი თენგიზ ომანიძე - 599 299 338

10:45 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება განახლებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის“ პრეზენტაცია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია ჩაატარებს. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პერიოდული პუბლიკაციის-საქართველო და მეზობლების პრეზენტაცია გაიმართება.

თემა: ჩინეთი: „ადამიანი, რომელიც მთებს ძრავს, პატარა კენჭებით იწყებს“.

13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (დარბაზი სანადიმო) საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 77 98 98

15:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, სადაც პოლიტიკური ლიდერები და პარტიის თავმჯდომარეები საბოლოო გადაწყვეტილებას გაასაჯაროებენ.

Print