კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ანონსი
9 დეკემბრის ანონსი
ანონსი

09:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) უმასპინძლებს კონფერენციას „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“, რომელშიც პოლიტიკური პარტიების, პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

09:30 საათზე, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებსა და წარმატებულ გამოცდილებას. მოეწყობა პრეზენტაციები, სემინარები და დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა ანიმაციის ინდუსტრიის განვითარება საქართველოში, კინო საქართველოში, ურბანული კულტურული პროექტები, ტრადიციული რეწვა საქართველოში და სხვა.

მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7

10:30 საათზე, „ჯაშუშობისთვის“ დაკავებული ფოტოგრაფები პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათზე, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 10 დეკემბერს დაგეგმილი აქცია „დეკრიმინალიზაცია 2016“.

მის: პუშკინის ქ. #13, მე-4 სართული

საკონტაქტო ტელ: 555100612

11:00 საათზე, „მრეწველთა პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათზე, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

მის.: მარჯანიშვილის ქ. #7

11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადოებას კვლევის „მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით“ შედეგებს გააცნობს.

მის: ჭოველიძის ქ. #10, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისი

 

11:15 საათზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იან ვაპავუორი ხელს მოაწერენ სამ ფინანსურ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საქართველო, ჯამში, მიიღებს 450 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს. ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-12 სართულზე

მედიის შეკრების დრო 11:00 საათი

11:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“ მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესმენებს ექსპერტები საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელს

გააცნობენ.

საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500

11:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ემზარ კვიციანი ბრიფინგს გამართავს.

11:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 - 16:00 საათამდე, ”ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში” თბილისიდან მოწვეული ექიმები ბავშვებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ.

11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11:30 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გივი თარგამაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: სობჩაკის ქ. #3

12:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმში ალექსანდრე ქართველის გამოფენა გაიხსნება.

12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში გაიმართება საქართველოს ღვაწლმოსილი მეცნიერის ალექსი ჯორბენაძის ვარსკვლავის გახსნა.

მის: ვაშლიჯვარი, პეტრე სარაჯიშვილის ქ. N36

12:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ბრიფინგს გამართავს.

12:00 საათზე, ”ფაბრიკაში“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საქართველოს“ პარტნიორობით ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება.

საკონტაქტო პირი: სალომე ბენიძე 577 211 300

12:00 საათზე, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც მიმოიხილავს ჩვენი ქვეყნის მიერ კორუფციასთან ბრძოლის სფეროში მიღწეულ წარმატებებს და იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს.

მის.: აღმაშენებლის გამზირი 61.

12:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე ბრიფინგს გამართავს.

13:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში სახალხო დამცველი კონკურსის "მე ომბუდსმენი 2016" დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს.

13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას ქ. #7

15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

16:00 საათზე, დედაქალაქის მერიასთან ”უფლებადამცველთა სახლი“ გამართავს საპროტესტო აქციას სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მხარდასაჭერად, ”სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ და მერიის მიერ მითვისებულ 106 ლარიან სუბსიდიასთან დაკავშირებით”.

საკონტაქტო პირი ზინიკო თოიძე - 555737032

17:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამი“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ მედიის წარმომადგენლებს ეპატიჟება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „კონას“ გახსნასა და მის მიერ წარმოებული 12 სახეობის ჩაის დეგუსტაციაზე.

მის: მაჩაბლის ქ.#13

17:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ცნობილი მოლდოველი ჟურნალისტის და მხატვრის, ვასილე ბოტნარუს პერსონალური გამოფენა - “Nostalgia, pluralia tantum” - „ნოსტალგია მრავლობით რიცხვში“, გაიხსნება.

მის: კარგარეთელის ქ. #6 , თეატრის, მუსიკის და კინოს სახელმწიფო მუზეუმი

საკონტაქტო პირი მანო ტოგონიძე - 598660399

18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია გაიხსნება.

მის: ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები