14 ნოემბრის ანონსი
ანონსი
10:00
საათზე, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „გლობალური
მეწარმოების კვირეულს“ გახსნის, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ამერიკის შეერთებული
შტატების ელჩი საქართველოში იან კელი.
მის: ინოვაციების ქ. #7,
ტექნოპარკი
10:30 საათზე, დიაბეტის მსოფლიო
დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე
ჟვანიას კლინიკის მიერ ორგანიზებულ აქციას დაესწრება, რომლის
ფარგლებშიც, დიაბეტის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საზეიმო მიღება
გაიმართება და კლინიკის ენდოკრინოლოგები უცხოელ სპეციალისტებთან ერთად
უფასო სამედიცინო კონსულტაციებს, ასევე შაქრიანი დიაბეტის სკრინინგს
ჩაატარებენ.
მის: ლუბლიანას ქ. #21 (თსსუ გ.
ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა)
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599
120009
11.00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის: ჭავჭავაძის გამზ. №3, II კორპუსი,
იურდიული ფაკულტეტის მცირე საკონფერენციო (135-ე ოთახი)
დარბაზი.
საკონტაქტო პირი ნათია თევდორაშვილი -
593187771
11:00 საათზე, პორტალ „კვირას“
პრესკლუბში „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე
პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ოპოზიციური გაერთიანება,
კონსულტაციები და მზადება თვითმმართველობის
არჩევნებისთვის.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1,
სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა –
599726565
11:00 საათზე, თბილისის მერი დავით
ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი
კუბლაშვილი ვერეს ხეობის კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპის
დასრულებულ სამუშაოებს გაეცნობიან.
მის: ვერეს ხეობა, „მზიურის“ მიმდებარე
ტერიტორია
საკონტაქტო პირები: ლილე ხმალაძე - 599
27 06 46, ლაშა ჩხიკვიშვილი - 577 55 54 88
11:00 საათზე, “მარშალპრესის“
პრეს-კლუბში, “ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე პოლიტიკურ
პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას
გამართავს.
მის: მაჩაბლის ქ. #7
საკონტაქტო ტელ: 599 261
414
11:00 საათზე, ”რეპორტიორის”
პრესკლუბში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ბრიფინგს
გამართავს.
11:30 საათზე, ”რეპორტიორის”
პრესკლუბში, ”ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” წევრი თემურ
ჭკუასელი ბრიფინგს გამართავს.
11:30 საათზე, ”მარშალპრესის”
პრეს-კლუბში, ”უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ
მჟავანაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის
და მასთან დაახლოებული პირების რელიგიურ სექტაში ყოფნასთან
დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენა.
მის: მაჩაბლის ქ. #7
საკონტაქტო ტელ: 599 261
414
11:30 საათზე, პორტალ „კვირას“
პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას
გამართავს.
თემა: არჩევნები ამერიკაში და ტრამპის
პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში; პარლამენტს მიღმა დარჩენილი
პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანების მცდელობა; მიმდინარე პოლიტიკური
საკითხები.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1,
სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა –
599726565
11:30 საათზე „პირველის პრესკლუბში“
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლევან სამუშია პრესკონფერენციას
გამართავს.
თემა: საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების
მიზნით, არასაპარლამენტო პარტიებისგან შექმნილი სამუშაო ფორმატის
ჩამოყალიბება, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს
ცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-2 სართული.
საკონტაქტო პირი ეკა - 595 03 77
22
12:00 საათზე კონსულტაციისა და
ტრენინგის ცენტრში კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“
წარმომადგენლებსა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების
და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატ მარიამ ჯაშს შორის
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართება.
მის: ოთარ ჩხეიძის 5
12:00 საათზე, „პირველის პრესკლუბში“
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი
პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების
მიზნით, არასაპარლამენტო პარტიებისგან შექმნილი სამუშაო ფორმატის
ჩამოყალიბება, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს
ცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-2 სართული.
საკონტაქტო პირი ეკა - 595 03 77
22
12:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: გამოფენა - ”იტალიური მოდის
ისტორიის 60 წელი”.
12:00 საათზე, პორტალ „კვირას“
პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ახლი სახე, „სოციალ-დემოკრატი“
ბექა ნაცვლიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას
გამართავს.
თემა: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა
და პროგნოზი; ტრამპის პოლიტიკა; საპარლამენტო სტრუქტურები, ფრაქციები
და სამთავრობო ცვლილებები.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1,
სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა –
599726565
12:00 საათზე, ”მარშალპრესის“
პრეს-კლუბში, ”ქართული ოცნების“ წევრი შოთა ხაბარელი პოლიტიკურ
პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას
გამართავს
მის: მაჩაბლის ქ. #7
საკონტაქტო ტელ: 599 261
414
12:00 საათზე, ”რეპორტიორის“
პრესკლუბში, ”მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ბრიფინგს
გამართავს.
12:30 საათზე, ”რეპორტიორის“
პრესკლუბში, ”მართვის სტრატეგიული ცენტრის” ხელმძღვანელი პეტრე
მამრაძე ბრიფინგს გამართავს.
13:00 საათზე, ”რეპორტიორის“ კლუბში,
”ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გოგლა ჟვანია
ბრიფინგს გამართავს.
13:00 საათზე, სოფელ წინანდალში,
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ევროკავშირთან ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების
(DCFTA) და მის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების
თაობაზე კონსულტაციებში ჩართვის მიზნით დიალოგი გაიმართება, რომელშიც
ყველა დაინტერესებული მხარე - საჯარო და კერძო სექტორს
წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
საკონტაქტო პირი - ნანა ჩინჩილაკაშვილი
599 50 26 19
14.00 საათზე, სასტუმროში
”ამბასადორი“, პროფკაშირების გაერთიანების და ფრიდრიხ ებერტის ფონდის
ერთობლივი კვლევის დასკვნით კონფერენცია გაიმართება, სადაც “სამუშაოს
მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის
ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის” შედეგებს
წარადგენენ.
მის: იოანე შავთელის ქ.
#17
14:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნიკალური ხელნაწერი
რუკების გამოფენა გაიმართება.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი
კორპუსი, მე-3 სართული, თსუ მუზეუმი.
14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (101 აუდიტორია),
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ტოლერანტობის საერთაშორისო
დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდება და
წაიკითხავს საჯარო ლექციას, თემაზე: - “სამოქალაქო თანასწორობა -
სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“.
16:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის
საკონფერენციო დარბაზში, 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი
მრავალპარტიული არჩევნების მიერ არჩეული უზენაესი საბჭოს წევრებისა და
შემდგომი პარლამენტების წევრთა ჯგუფის 26 წლისთავისადმი მიძღვნილი
საიუბილეო შეკრება გაიმართება. შეკრებაზე გაჟღერდება საქართველოს
პირველი უზენაესი საბჭოსა და შემდგომი პარლამენტების წევრთა ჯგუფის
მიმართვა.
16:45 საათზე, ”რეპორტიორის“
პრესკლუბში ”არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ
პატარქალიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი
პროექტის განსახორციელებლად ”არგენტინის სახლი საქართველოში“
ფინანსური მხარდაჭერისათვის ”ქართუ“ ფონდის დამფუძნებელ ბიძინა
ივანიშვილს თხოვნით მიმართავს.
17:00 საათზე, დიაბეტის საერთაშორისო
დღესთან დაკავშირებით, „ველფეარ ფაუნდეიშენი“ თავისუფლების მოედანზე,
თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობებს
განახორციელებს.
19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა - ”იტალიური მოდის ისტორიის
60 წელი” გაიხსნება.
19:30 საათზე, რუსთაველის თეატრის
მცირე დარბაზში ”თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მორიგი კონცერტი
გაიმართება.