ანონსი
28 ოქტომბრის ანონსი
ანონსი
09:00 საათზე - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.
მის: გორგასლის 24 ა, იუსტიციის სამინისტრო

09:00 საათზე - შსს-ს აკადემიაში ჟურნალისტებისთვის მედიატური გაიმართება. 
მის: გმირი კურსანტების ქ. #4, შსს-ს აკადემია
საკონტაქტო პირი: ანუკი კურდღელია 5 99 58 47 47; ტატო კუჭავა 577 77 16 12

10:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფლებათა დაცვის კომიტეტის" წარმომადგენელი მამისა ჯაფარაშვილი და „საქართველოში საბანკო-სამევახშეო სისტემის მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა უფლებათა დაცვის კომიტეტის" პრეზიდენტი შალვა მაღრაძე ბრიფინგს გამართავენ.

11:00 საათზე - ოქროყანაში, ტექნოპარკში ახალი პროექტის ,,სტარტაპ მეგობრულის’’ პრეზენტაციას გაიმართება. ღონისძიებას პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გახსნიან.

11:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, პროფესორი პაატა გიორგაძე, პროფესორი თამაზ ყურაშვილი, პროფესორი ნუგზარ შავთვალაძე და პოლიტიკოსი თემურ შაშიაშივილი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტების წევრთა და მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიმართვა საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს მეგობრებს მთელს მსოფლიოში.

11:00 საათზე - „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში “საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია“ მისი თანჯდომარე თეიმურაზ მაკარიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე მოვლენები,შეფასება და მათი პოზიცია.

11:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე ბრიფინგს გამართავს.

12:00 საათზე - ახალ სპორტის სასახლეში, სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 

12:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს.

13:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის შესახებ მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

13:00 საათზე - არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს.
თემა: აზერბაიჯანიდან საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის გამოწვევის მოთხოვნა ანტისახელმწიფოებრივი ქმედების და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის გამო. 
მის: შ. ჩიტაძის ქ. 4. 

13:30 საათზე - ხონის დევნილთა დასახლებაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დევნილებს მოტობლოკები გადაეცემათ.

15:00 საათზე - „პრაიმტაიმის“ არასამთავრობო კოალიცია „სახალხო ტრიბუნები“ კოალიციის პრეზიდენტი შალვა მაღეაძე და კოალიციის პარტნიორი ხუთი არასამთავრობო კოალიციის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ და მათი წარდგენა მოხდება.

19:00 საათზე - „თიბისი გალერეაში“ წიგნის - „ვეფხისტყაოსანი -გრაფიკული რომანი“ პრეზენტაცია გაიმართება. 
მის: თიბისი გალერეა, თიბისი ბანკის სათავო ოფისი (მე-4 სართული)

Print