ანონსი
27 ოქტომბრის ანონსი
ანონსი 10:00 საათზე - კონფერენცია „ბრენდინგის სტრატეგიები“ გაიხსნება, რომლის ორგანიზატორი საქპატენტი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაა (WIPO).
თემა: გეოგრაფიული აღნიშვნები, როგორც მარკეტინგული ინსტრუმენტი ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის, ასევე დიზაინისა და შეფუთვის გამოყენება გეოგრაფიული ადგილის ბრენდინგის სტრატეგიებში, ბრენდების რეპუტაცია დაიმიჯი ბაზარზე და მეწარმეთა ასოციაციების როლი ეფექტური ბრენდინგის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში.
მის: სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“, რუსთაველის გამზ. 29
საკონტაქტო პირი: ნათია ფოფხაძე 599 58 56 58

11:00 საათზე - ბიზნესმენი თემურ ჭყონია და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის #19 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
მის: ჩარგლის ქ. #79, კლინიკა „ღია გულის“ მიმდებარე სკვერი.
საკონტაქტო პირი: 599312110

11:00 საათზე - საშემოდგომო რგვების ფარგლებში, სანაპიროზე, 3-3.5 მეტრი სიმაღლის 20 ძირი აღმოსავლური ჭადარი დაირგვება.
მის: სანაპირო, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო პირი: ლანა ქარდავა 577158572

12:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში წევრი „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი წულაია ბრიფინგს გამართავს.
თემა: საპარლამენტო არჩევნები ქუთაისში

12:00 საათზე - „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ფონდ „რუს და ქართველ ხალხთა ურთიერთობის“ პრეზიდენტი, პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ახალი არჩევნების შემდეგ რუსულ ქართულ ურთიერთიერთობის პერსპექტივები.

12:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში პარტია „მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ბრიფინგს გამართავს.

13:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ილია წულაია ბრიფინგს გამართავს.

15:00 საათზე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის თავმჯდომარეობით, სახელმწიფოს სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე სააპელაციო საჩივრის განხილვას დაიწყებს.
მის: გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, დარბაზი #8
საკონტაქტო პირი: გიორგი ზოიძე 599 291202

16:45 საათზე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი ოფისის საკონფერენციო დარბაზში, ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.
მის: გ. ლეონიძის ქ.#2, ბიზნეს ცენტრი
საკონტაქტო პირი: მარიამ სპარსიაშვილი 577 77 72 84

17:00 საათზე - პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე გაიხსნება. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
Print