კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ანონსი
26 ოქტომბრის ანონსი
ანონსი
09:45 საათზე - მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „Doing Business 2017”-ის ანგარიშთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-3 სართულზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

10:00 საათზე - დედაქალაქის მერიაში, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

11:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი თემურ ჭკუასელი ბრიფინგს გამართავს.

11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. 
თემა: "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვა. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ფაქტები. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა" მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა 595 03 77 22 

11:00 საათზე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, გაიმართება მეცამეტე შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან - გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებლებთან. 
მის: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8

11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" ექსპერტი ლევან კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: ლარის კურსი, მიმდინარე საკითხები. 
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა" მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა 595 03 77 22 

12:00 საათზე - არასამთავრობო ორგანზიაცია "საზოგადოებრივი დამცველი" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეთის საკრებულოში შეხვედრას გამართავს. 

12:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა ბრიფინგს გამართავს.

12:00 საათზე - ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში გიორგი რუხაძე, პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, არჩევნების მეორე ტური. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა" მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა 595 03 77 22 

12:00 საათზე - მწერალთა სახლში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე გრიგალაშვილი, მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური და გამომცემლობა “დიოგენეს” ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე გაუძღვებიან.

12:00 საათზე - გარდაბანში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი შპს “გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის მშენებლობას ჩაუყრიან საფუძველს.

12:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ბრიფინგს გამართავს.

13:00 საათზე - ”თიბისი ბანკის” სათავო ოფისში, ”თი-ბი-სი” ჯგუფის მიერ სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ შესყიდვასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: მარჯანიშვილის ქ. #7, მესამე სართული.

14:00 საათზე - მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება“.
მის: სანაპიროს ქ. #2, საქართველოს ეროვნული ბანკი, მე-5 სართული

17:00 საათზე - სასტუმრო ”ამბასადორში“ სახალხო დამცველი საჯარო დებატებს გამართავს. 
თემა: ”სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება“.
მის: იოანე შავთელის ქ.#16

19:00 საათზე - საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, დალი დოიჯაშვილის დასახმარებლად, საქველმოქმედო საღამო გაიმართება.

19:30 საათზე - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოადგენს კლასიკურ ნაწარმოებებს, რომლებიც უილიამ შექსპირის პიესების მიხედვით შეიქმნა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები