ანონსი
25 ოქტომბრის ანონსი
ანონსი
10:00 საათზე - ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“საერთაშორისო კონფერენცია - "ჭადრაკის როლი განათლების სისტემაში" გაიმართება. 

10:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის "არსენალი" მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: სასწავლო ცენტრ "კრწანისში" მომხდარი ინციდენტი, აშშ-ის უმაღლესი არმიის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში. 
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა" მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა 595 03 77 22 

11:00 საათზე - პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რუსთავში, „112“-ის ახალ ცენტრს გახსნიან. 
მის: რუსთავი, მეგობრობის გამზირისა და ფალიაშვილის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორია, იუსტიციის სახლის მოპირდაპირედ.

11:00 საათზე - სასტუმრო „ბილტმორში“ სახალხო დამცველი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს
მის: რუსთაველის გამზირი #29

11:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ბრიფინგს გამართავს.

11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" ისნის მე-9 ოლქში "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი, ნონა ფილაური საგანგებო განცხადებას გააკეთებს და ამომრჩეველს მიმართავს. 
თემა: არც ერთი ხმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს. 
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა 595 03 77 22 

11:00 საათზე - „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის რაიონულ ოფისში, პარტიის აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თეიმურაზ გაფრინდაშვილთან ერთად, საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
მის: ჭიათურა, აბაშიძის ქუჩა #18

12:00 საათზე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორდღიანი ვიზიტით ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან არსებული ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის - Mektory დირექტორი, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თეა ვარაკი ეწვევა.

12:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში გოგი წულაია საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: ქუთაისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები

14:30 საათზე - ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Mektory-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი. 

16:00 საათზე - დოკუმენტური ფილმის - „ერევანი-ბათუმი. მეგობრობის გზა“ პრეზენტაცია-ჩვენება გაიმართება. 
მის: საქართველოს პარლამენტი, კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული) 

17:00 საათზე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის ინიციატივით დალი მაზმიშვილის წიგნის - ,,იმედით ძლეული უიმედობა“ პრეზენტაცია გაიმართება. 

19:00 საათზე - „თიბისი გალერეა“ ცნობილი ქართველი მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაციას და მისივე ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
მის: მარჯანიშვილის ქ. 7, თიბისი გალერეა, თიბისი ბანკის სათავო ოფისი (მე-4 სართული)
Print