კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ანონსი
30 სექტემბრის ანონსი
ანონსი
30 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ”-ში, კრეატიული იდეების სემინარი გაიხსნება.

30 სექტემბერს, 10:00 საათზე, "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენციაზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს.
თემა: პარტიის წევრებზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის გახშირებული ფაქტები
მისამართი: აღმაშენებლის 150
საკონტაქტო ინფორმაცია: 551 66 25 25

30 სექტემბერს, 10:30 საათზე , პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკის წევრი, “ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ფარული ჩანაწერები; პაატა ბურჭულაძის ბლოკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599 72 65 65.

30 სექტემბერს, 10:30 საათზე, ,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში, დასაქმების ახალი, ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება.
მისამართი: ბაგები, ჭავჭავაძის 82 (სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ბიუროს ამოსახვევი)

30 სექტემბერს, 11:00 საათზე „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში, “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები; პოლიტიკური პროცესები;
მისამართი: მაჩაბლის 7
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 261 414


30 სექტემბერს, 11:00 საათზე, ფოთში, ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. თემა: ბიზნესმენი ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეოპუტატობის კანდიდატს ბექა ბასილაიას სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელს. ვალერი სოშიაშვილი მედიისათვის მტკიცებულებების წარდგენასაც გეგმავს.

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ”საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ ხელმძღვანელი ალი ბაბევი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა დამოკიდებულება პოლიტიკური სუბიექტების მიმართ; სახელმწიფოს მიდგომა და გამოწვევები არაქართუეროვან მოსახლეობასთან დაკავშირებით; მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები;
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599 72 65 65

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართება.
საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე - 598 14 11 51

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი ბრიფინგს გამართავს.

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო ”ჰუალინგ თბილისში”, "რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრის" (RCC) ორგანიზებით, თბილისის უსაფრთხოების კონფერენცია - "შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწევევები" გაიმართება, რომელსაც ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ გახსნის.
საკონტაქტო პირი: გიორგი თაქთაქიშვილი - 577 73 34 44

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი-მარიოტში“, CRRC-საქართველოს და ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზებით, კვლევის - „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

30 სექტემებერს, 11:00 საათზე, “ფრონტლაინ საქართველოს” ოფისში, „ADAMI მედიის პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ პრესკონფერენციას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე და ADAMI მედიის პრიზის პროექტის კოორდინატორი მარი ხოხლენკო კალტრაიდერი.
მისამართი: ლადო ასათიანის ქ. # 62

30 სექტემბერს, 11:30 საათზე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრო ბრეგაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სკანდალური ინფორმაცია საქართველოში შემოტანილ ათეულ მილიონობით დოლართან დაკავშირებით, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით არეულობის მოსაწყობად სამეგრელოსა და აჭარაში უნდა დაბანდებულიყო.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599 72 65 65

30 სექტემბერს, 11:30 საათზე „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: მაჩაბლის 7, საკონტაქტო ინფორმაცია - 599 261 414

30 სექტემბერს, 11:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი ბრიფინგს გამართავს.

30 სექტემბერს, 11:30 საათზე, "პირველის პრესკლუბში" "ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს, მათ შორის ისაუბრებს ჩანაწერებსა და მოლოდინებზე.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

30 სექტემბერს, 12:00 საათზე , თელავში (ერეკლეს მოედანი), სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ღვინის კვირეულის ფარგლებში, ღვინის ფესტივალს „თელავინო 2016" გახსნის.
საკონტაქტო პირი: თაკო გოდერძიშვილი - 577 08 00 87

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, ”პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის” გლდანი - მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კუკავა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს.
თემა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
საკონტაქტო პირი: ნატა წერეთელი- 597 35 22 88

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ტრისტან წითელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სარჩელი სასამართლოში „რუსთავი 2“- ის წინააღმდეგ (რუსული სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო მასალების გადაცემასთან დაკავშირებით).
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599 72 65 65

30 სექტემბერს, 12:00 საათზე „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: აღმოჩენილი იარაღი; შესაძლო პროვოკაციები;
მისამართი: მაჩაბლის 7
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 261 414

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, ორფოლოს პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების „ფარი 2016“ დახურვის ცერემონიალი გაიმართება.

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ბრიფინგს გამართავს.

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, ვაკის პარკში „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ვაკის #2 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე ბრიფინგს გამართავს.

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში" "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ გვალია არჩევნებიდან კანდიდატურისს მოხსნის თაობაზე ბრიფინგს გამართავს.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტურო „ჰოლიდეი ინში“, ჩატარდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა საქართველოს უმაღლესი განთლების სისტემის მიერ საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის პერსპექტივების შესახებ. კვლევის შედეგებს წარადგენს PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარი და განათლების ექსპერტი ანა ჟვანია. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა.

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტურო „ჰოლიდეი ინ“-ში, კვლევის, ”Study in Georgia: საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივები“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრება.

30 სექტემბერს,12:30 საათზე, „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში "ეროვნული ფორუმის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფო ბენიძე კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მისამართი: მაჩაბლის 7
საკონტაქტო ინფორმაცია - 599 261 414

30 სექტემბერს, 12:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.

30 სექტემბერს, 13:00 საათძე, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ დიდუბის მე-15 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ღლონტი მოსახლეობასთან ერთად აქციას გამართავს.
თემა: ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე არსებული საშენი მასალებისგან გამოწვეული ეკოლოგიური საფრთხე.
მისამართი: თბილისი, აგლაძის ქუჩა N 34
საკონტაქტო ინფორმაცია: 591 51 99 51, 592 55 77 55, 551 66 25 25

30 სექტემბერს, 13:00 საათზე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იური ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებულ დარვევები.
მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის 13.
საკონტაქტო პირი: მარიამ ბაციაშვილი - 558 12 34 12

30 სექტემბერს, 14:00 საათზე, აეროპორტიდან მომავალი გზაზე რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით საპროტესტო დგომა შედგება.
საკონტაქტო ტელეფონი - 598 11 82 57

30 სექტემბერს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის ივლიანე წულაიას წინააღმდეგ, მთაწმინდის რაიონის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციას გამართავენ.
საკონტაქტო პირი: მარიამ ბაციაშვილი - 558 12 34 12

30 სექტემბერს, 14:00 საათზე, "მემარცხენე ალიანსის" ლიდერები გორის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან, პარტიის საარჩევნო პროგრამას გააცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებს დაურიგებენ.
მის: გორი, აღმაშენებლის 80, კონდაზვერვის შენობის გვერდით.
საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642

30 სექტემბერს, 15:00 საათზე, „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ მსოფლიო პოლიციის ასოციაციის IPA-ის ეგიდით, საქართველოს პოლიციის ასოციაციას აფუძნებს და დასასწრებად სამართალდამცველებს იწვევს.
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებელის #61


30 სექტემბერს, 15:00 საათზე, ”ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახაბერ შარტავა სენაკის მოსახლეობას შეხვდება.
მის: სენაკი, ახალგაზრდობის ხეივანი.
საკონტაქტო ტელ: 599 27 29 87

30 სექტემებრს, 15:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ საჩივრის განხილვა გაიმართება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ.

30 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს დოკუმენტურ ფილმს „საარჩევნო გარემო 2016“.
მისამართი: თბილისი, მელიტონ ქანთარიას ქ. 11ა, 0 სართული.

30 სექტემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი საჯარო დებატებს გამართავს თემაზე: “არჩევნები და ინკლუზიური საარჩევნო გარემო”.

30 სექტემბერს, 18:30 საათზე, ბლოკ ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა კაციტაძე ოლქის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.
მისამართი: პეკინის 6 (იოსებიძის ქუჩის ბოლოში, კვირიკეს ეკლესიის მიმდებარედ, ფეხბურთის სტადიონთან).
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 55 29 49

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები