კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ანონსი
29 სექტემბერის ანონსი
ანონსი

10:00 საათზე, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში კონფერენცია „თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად“ გაიმართება. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.

10:30 საათზე, ”მწვანე ალტერნატივა” დისკუსიას გამართავს.

თემა: ”საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების ხედვები პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო საარჩევნო პროგრამებში”.

მის: მაყაშვილის ქ. #32-34, სასტუმრო ”ბეტსი”

10:30 საათზე, "პირველის პრესკლუბში" ბლოკ "თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლოს" ჩუღურეთის მე-14 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა აგლაძე ბრიფინგს გამართავს და საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: მიმართვა ოპოზიციურ პარტიებს; სახელმწიფო გადატრიალების გეგმა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

მის: წერეთლის #116, ბიზნესცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

10:30 საათზე, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ფარული ჩანაწერები; პაატა ბურჭულაძის ბლოკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები; საარჩევნო გარემო და ამ ეტაპისთვის დაფიქსირებული დარღვევები

მის: ნუცუბიძის ქ. #14 ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული

საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

11:00 საათზე, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკის წევრი, გიორგი ვაშაძის პარტიის წარმომადგენელი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქ. #14 ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული

საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

11:00 საათზე, მოძრაობა "ანგარიში ივანიშვილს" ბრიფინგს გამართავს. თემა: მოძრაობის მიერ დაარსების დღიდან გაწეული სამუშაოს შეჯამება და საზოგადოებისთვის უახლოესი დღეების გეგმების გაცნობა.

მის: ვეკუას ქ. #3-ში (პირიმზის შენობა, მე-5 სართული)

საკონტაქტო პირი თორნიკე ბიკაშვილი - 555449434

11:00 საათზე, „ნუტრიმაქსის“ ქარხნის გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მის: ფონიჭალის ზემო დასახლება, ღოღობერიძის ქ. N67

საკონტაქტო პირები: ნანა ჩინჩილაკაშვილი - 599502619, ნათია ბორაშვილი - 595501050

11:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში" უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე და დაზარალებულები: გოჩა მთიულიშვილი და ნანა რობაქიძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: დავით კირკიტაძის მიერ მისი მმართველობის პერიოდში წართმეული ქონების საქმეები და არსებული ვითარება, წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ფაქტები და ექსკლუზიური მასალა.

მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

11:00 საათზე აბანოთუბანში მირზა შაფის პროექტთან დაკავშირებით ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ირაკლი აბესაძე და ნიკა რურუა ღონისძიებას გამართავენ.

საკონტაქტო პირები: მაგდა - 577 41 06 01, რუსა - 558 248248

11:00 საათზე "მარშალპრესის" პრეს–კლუბში მოძრაობა "ეროვნულების" წევრი მიხეილ ამისულაშვილი და ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ

თემა: "ნაციონალური მოძრაობა" ცესკო-ში ანტიკონსტიტუციურად დარეგისტრირდა-დოკუმენტები".

მის: მაჩაბლის ქ. # 7

საკონტაქტო ტელ: 599 261 414

11:00 საათზე ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

11:00 საათზე, ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიორგი ცაგარეიშვილთან ერთად დაესწრება საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ოფისში გამართულ შეხვედრას, რომელზეც განიხილება წინასააარჩევნო მდგომარეობა საქართველოში. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გაეროსა და მეგობარი ქვეყნების ელჩები საქართველოში.

 

11:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამგორის რაიონის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი ბრიფინგს გამართავს.

11:00 საათზე, დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის, „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულა ჩაიდება. ღონისძიებას სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და უეფას პრეზიდენტი ალექსანდ ჩეფერინი დაესწრება.

11:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ქართული ოცნების" წევრი, ოთარ აბესაძე ბრიფინგს გამართავს.

11:30 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ნიკა მელიას პრესკონფერენცია გაიმართება.

11:30 საათზე, "პირველის პრესკლუბში" "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: გავრცელებული აუდიოჩანაწერები, მათი აუთენტურობის საკითხი, გასატარებელი ღონისძიებები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნიო რაზმაძე - 595 03 77 22

12:00 საათზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის საკვები მიკროელემენტების გაცემის პროცესს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე დაესწრება.

მის: უზნაძის ქ. #76/1 ( პასტერისა და უზნაძის ქუჩის კუთხე), აფთიაქი „მედფარმა +“

12:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: გავრცელებული აუდიოჩანაწერები, საარჩევნო გარემო და მოლოდინები.

მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

12:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გოგა ონიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

12:00 საათზე, "მარშალპრესის" პრეს–კლუბში „ქართული ოცნების“ წევრი, გია ჟორჟოლიანი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ფარული ჩანაწერები, პოლიტიკური პროცესები

მის: მაჩაბლის ქ. # 7

საკონტაქტო ტელ: 599 261 414

12:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა ხუციშვილი ბრიფინგს გამართავს.

12:00 საათზე, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბომონდ გარდენ“-ში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მერსი ქორფსის (Mercy Corps) ხელშეწყობით და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ქვემო-ქართლის რეგიონული ფორუმი გაიმართება.

12:00 საათზე, მარნეულში, სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომლებსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: მარნეული, კულტურის სახლის წინ მდებარე პარკი

12:30 საათზე, ხარაგაულის სოფელ ზვარესთან, რკინიგზის გვირაბის სამშენებლო მონაკვეთზე გაიმართება მომუშავე პერსონალის საპროტესტო აქცია. აქციას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი პეტრიაშვილიც დაესწრება.

საკონტაქტო პირი ვანო მაისურაძე - 577 141 141

14:00 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში IT დასაქმების ფორუმს" გამართავს.

მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7

15:00 საათზე, "ფონდი ქართუს" ინიციატივით მარტყოფში რაგბის გადამზადების ცენტრი გაიხსნება. სპორტულ კომპლექსს საზეიმოდ გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

14:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია ,, გზა ლევილისაკენ - წარსული, აწმყო, მომავალი”.

მის: რუსთაველის გამზ. #52, მეცნიერებათა აკადემია, მე-5 სართული, სააქტო დარბაზი.

17:00 საათზე, იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თბილისის მერი დავით ნარმანია და მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი.

 

17:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან, თემქაზე მდებარე მიტოვებულ საქვაბეში

შესახლებული უსახლკარო მოქალაქეები „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით საპროტესტო აქცია გამართავენ.

საკონტაქტო პირი სოფო ძიგუა - 593 46 44 43

18:00 საათზე, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობას შეხვდება.

მის: სამრეწველო დასახლების N1

19:00 საათზე, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობას შეხვდება.

მის: ჩოლოყაშვილის მე-2კვარტალი.

20:00 საათზე, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობას შეხვდება.

მის: დოლაბაურის გზაჯვარედინი, პატარძეულის ქ. N29

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები