ანონსი
28 სექტემბერი
ანონსი

10:30 საათზე, ”პირველის პრესკლუბში” ”ქართული ოცნების” წევრი ელისო ჩაფიძე სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პოლიტიკურ წინასაარჩევნო პერიოდზე ბრიფინგს გამართავს.

მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

10:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს.

11:00 საათზე, კინოს სახლში,პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები,მერაბ ჭიქაშვილი,ლალი მაროშკინა,ნონა ფილაური და ბესიკ ტაბატაძე,ზაზა მამალაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

თემა: სააკაშვილის აუდიო ჩანაწერები.

11:00 საათზე „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი ია მეტრეველი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 საათზე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზნაურაშვილი და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, იუსტიციის სახლში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

თემა: იუსტიციის სახლის 400-ზე მეტ სერვისს შემოსავლების სამსახურის ორი ახალი მომსახურება დაემატება.

თბილისის იუსტიციის სახლი

11:00 საათზე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: უნივერსიტეტში არსებული ორმაგი სტანდარტები, კანონდარღვევები, რომლის შედეგადაც დაიბლოკა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროექტი.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

11.00 საათზე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

მის.: ბორჯომი, ცხრა აპრილის ქ. #48, სასტუმრო „ფირუზა“ (ბორჯომის პარკთან)

11:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში" "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, ბრიფინგს გამართავს.

მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის მეთერთმეტე შეხვედრა ბიზნესმენებთან - ტანსაცმლის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.

მის: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8.

11:00 საათზე, “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების’’ ცენტრალურ ოფისში მაჟორიტარი დეპუტატობის სამი კანდიდატი ბრიფინგს გამართავს.

11:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ბრიფინგს გამართავს.

11:30 საათზე, „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში, უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ფარული ჩანაწერები, მიმდინარე წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესები.

მის: მაჩაბლის ქ. #7

საკონტაქტო ტელ: 599 261 414

12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სოფელ კუმურდოში, ძეგლზე დაწყებული პირველი ეტაპის სამუშაოებს მოინახულებენ. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულ-გუბერნატორი აკაკი მაჭუტიძე დაესწრება.

12:00 საათზე, ზესტაფონში გაიმართება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟრიტარობის კანდიდატის შალვა კიკნაველიძის ერთობლივი შეხვედრა დევნილებთან.

მის: ქ. ზესტაფონი, უზნაძის ქ. N142ბ; ძველი საავადმყოფოს ტერიტორია.

საკონტაქტო პირი ნინი 595053605

12:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში წყალმომარაგების დასრულებულ სამუშაოებს დაათვალიერებს და პროექტის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება.

 

12:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე ბრიფინგს გამართავს.

12:00 საათზე „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში, "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ფარული ჩანაწერები, პოლიტიკური პროცესები.

მის: მაჩაბლის ქ. #7

საკონტაქტო ტელ: 599 261 414

12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ პირველ დარბაზში, ,,საქართველოს ინტერნეტის ურთირთგაცვლის ცენტრის” Georgian Internet Exchange - GIX პრეზენტაციაგაიმართება.

საკონტაქტო პირები:კონსტანტინე სტალინსკი - 599-543-872, უჩა სეთური - 577-773-733, გიორგი გოთოშია - 577-222-288

12:00 საათზე, საათზე კინოს სახლში, ”პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის” კანდიდატები თორნიკე არევაძე,ვაჟა მახარაშვილი,გივი გაჩეჩილაძე ბრიფინგს გამართავენ.

12:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში რეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიფინგს გამართავს.

12:30 საათზე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პარტიული სიის წევრი გია ჟორჟოლიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

13.00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნენსი ლი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმსრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე გორის #5-ე და ხიდისთავის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლები გახსნიან.

მის: გორი, მე-5 საჯარო სკოლა.

13:00 საათზე, კინოს სახლში, ”პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის” ბლოკში შემავალი პარტიების ლიდერები განცხადებას გააკეთებენ ნაციონალური მოძრაობის არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე.

13:00 საათზე, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი დავით ფაცაცია საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

მის: გურამიშვილის №58 (ღრმაღელეს მეტროს მოპირდაპირე მხარე, ქსნის ქუჩის და გურამიშვილის გადაკვეთა, ყოფილი პროკრედიტ ბანკის შენობა).

საკონტაქტო პირი თეა - 599 20 93 70

13:00 საათზე, "მემარცხენე ალიანსის" ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე, კახაძაგანია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

მის: ი. ხვიჩიას ქ.# 17

საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642

13:00 საათზე, ზესტაფონში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟრიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე დევნილებთან შეხვედრას გამართავენა.

მის: ქ. ზესტაფონი, ასლანიკაშვილის ქ. N1; ყოფილი პოლიკლინიკა.

საკონტაქტო პირი ნინი - 595053605

13:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბრიფინგს გამართავს.

13.00 საათზე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ინოვაციების ახალი ცენტრის გახსნას დაესწრება.

მის.: ბაღდათი, რუსთაველის ქ. №68, ცენტრალური ბიბლიოთეკა

14:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში, ”პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის” სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან გუნავა სარჩელს შეიტანს შოთა ხაბარელის არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე.

14:30 საათზე, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ორი ნამუშევარი „თამარ მეფე“ და „შოთა რუსთაველი“ რამდენიმე საათით დაინტერესებული საზოგადოებისთვის განთავსდება.

მის: ფიროსმანის ქ.28

16:00 საათზე, ტექნოპარკში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინიცირებით მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და პირველ არაფორმალურ შეხვედრას გამართავს.

16:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე ვაკის პარკის მედიათეკაში პედაგოგებს შეხვდება.

თემა: განათლების რეფორმა და არსებული მდგომარეობა.

საკონტაქტო პირი ელენე - 598191988

16:30 საათზე, სოფელ ველისციხეში, კულტურის სახლში, ”პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნათია გიორგაძე მოსახლეობას შეხვდება და საარჩევნო პროგრამას გააცნობს.

18:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნის „ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა, ისტორია, თანამედროვეობა“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.

19:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ფონდი “ღია საზოგადოება -საქართველო“ საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის ამსახველ კრებულს წარადგენს.

მის. ჭოველიძის ქ. #4

საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

Print