ანონსი
27 სექტემბრის ანონსი
ანონსი
09:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

09:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გმირთა მოედანზე, გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

09:00 საათზე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თანამშრომლებთან ერთად გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

09:30 საათზე, გორში, საბრძოლო დიდების მუზეუმთან, ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

10:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ ”ექსპო-ჯორჯიას“ 11-ე პავილიონში, საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა გაიხსნება. ცერემონიას სოფლის მეურნეობის მინისტრი, საპარტნიორო ფონდისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500

10:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა სემინარს "საინფორმაციო ომის საპასუხოდ" გახსნის. სემინარში მონაწილეობას სლოვაკი, ჩეხი, მოლდოველი, უკრაინელი და ქართველი ექსპერტები მიიღებენ.

მის: წინამძღვრიშვილის ქ. #162

საკონტაქტო პირი ნინიკო ბოჯგუა - 577 91417

10:30 საათზე, სასტურო „თბილისი რუმსში” გაიმართება ღონისძიება “შემოქმედებითი ქალაქი - 2016”.

10:30 საათზე, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: 28 სექტემბერს თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

11:00 საათზე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ბლოკ ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს” წარმომადგენლები გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალს.

11:00 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოებას გამართავს. ღონისძიებას იან კელი და ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრებიან.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი.

11:00 საათზე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

11:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გმირთა მემორიალს ყვავილებითა და

გვირგვინით შეამკობენ.

11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე და პარლამენტის წევრები გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

11:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში" „აუდიტორია 115“-ის წევრები - გიორგი ჯავახიძე და გიორგი ჯოხაძე თსუ-ის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე, გეგმებზე და მოთხოვნებზე ბრიფინგს გამართავენ.

მის: წერეთლის #116, ბიზნესცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

11:00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება- საქართველოს“ ოფისში, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა გამართავს ანგარიშის „ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის I თავის შესრულების შესახებ“ პრეზენტაციას.

მის: ჭოველიძის ქ. #10

საკონტაქტო პირი ნინო ერემაშვილი - 599 54 55 19

11:00 საათზე, ირაკლი ალასანია ,,თავისუფალი დემოკრატების“ სხვა ლიდერებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

11:00 საათზე, „მარშალპრესის“ პრეს–კლუბში თსუ–ის პროფესორი და ლექტორი, განათლების მინისტრის ყოფილი მრჩეველი ოთარ აბესაძე უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

11:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე ბრიფინგს გამართავს.

11:00 საათზე, „კინოს სახლში“ „პატრიოტთა ალიანსის“ გლდანის მეორე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კუკავა საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები.

საკონტაქტო პირი მარიამ ბაციაშვილი - 558123412

11:30 საათზე „მარშალპრესის“ პრეს–კლუბში „ქართული ოცნების“ დიდუბის მე–16 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ილია წულაია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „თავისუფალი ზონის“ განცხადება, მოსალოდნელი დესტაბილიზაცია, რულოვსი - სააკაშვილის დაბრუნებაზე.

11:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში სამგორის რაიონის მე-12 ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი ბრიფინგს გამართავს.

12:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ქართული ოცნების“ წევრი გიგა ბუკია ბრიფინგს გამართავს.

12:00 საათზე, „მარშალპრესის“ პრეს–კლუბში პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, დიდუბის მე–15 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „თავისუფალი ზონის“ განცხადება, მოსალოდნელი დესტაბილიზაცია, რულოვსი – სააკაშვილის დაბრუნებაზე.

11:30 საათზე, პაატა ბურჭულაძის მრჩეველი აგიტ მირზოევი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და პოლიტიკური პარტიის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებს. ასევე ისაუბრებს პარტიაში არსებულ პრობლემებზე.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

11:30 საათზე, სასტუმროში „რუმსი თბილისი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2017-2021 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება.

12:00 საათზე, ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვიქტორ დოლიძესთან ერთად წყნეთში (მაია წყნეთელის ძეგლთან) დევნილებს და წყნეთის მოსახლეობას შეხვდება.

12:00 საათზე, გორში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის ომი მონაწილეები საბრძოლო დიდების მუზეუმში შეიკრიბებიან.

მის.: გორი, სტალინის ქ. №19

12:00 საათზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციის მიზნით, ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია ბრიფინგს გამართავს.

მის: აკ. წერეთლის გამზ. #144 (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)

12:00 საათზე, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი რუსთავში, „კონტრაქტშენ სერვისს“ ეწვევა, რომელიც განსაკუთრებული სირთულის ლითონის კონსტრუქციებს, ხიდებს და გვირაბებს აწარმოებს.

მის: რუსთავი, მაზნიაშვილის ქ. #2

12:30 საათზე, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, შპს „ჯი არ სის“ დაათვალიერებს, რომელიც სენდვიჩპანელებს უშვებს.

მის: რუსთავი, მშვიდობის ქ. # 80

13:00 საათზე, ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩის კვეთაზე პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლადო სადღობელაშვილი და გია ბერძენიძე აქცია-ბრიფინგს გამართავენ.

თემა: ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, ივლიანე წულაიას მიერ, დაზარალებული ოჯახების უსახლკაროდ დატოვება.

საკონტაქტო პირი ლადო სადღობელაშვილი - 571 80 00 02

13:00 საათზე, "რესპუბლიკური პარტიის" პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი, სოფელ კაჭრეთში, ეკლესიის წინ, მოსახლეობას შეხვდება.

13:00 საათზე, საარჩევნო ბლოკ ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს” წარმომადგენლები ჭიათურის სახელმწიფო თეატრში ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავენ.

14:00 საათზე, „რესპუბლიკური პარტიის“ პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი, ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში, ადგლობრივ მოსახლეობას შეხვდება.

14:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარს შეიტანს და განცხადებას გააკეთებს.

მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–13 კმ, #6

საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202

14:00 საათზე, კომპანია ჰაიდელბერგცემენტის კასპის ქარხანაში, საფუძველი ჩაეყრება 100 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტს, რომელიც გულისხმობს კასპის ცემენტის ქარხნის სრულ მოდერნიზაციას და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას. ცერემონიალს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლებს. ღონისძიებას ალექსანდრე ჯეჯელავა და იან კელი დაესწრებიან.

16:00 საათზე, საარჩევნო ბლოკ ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს” წარმომადგენლები წყალტუბოს ცენტრალურ მოედანზე ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავენ.

17:00 საათზე, ახმეტის რაიონის ისტორიულ ადგილზე, ხადორში გაიმართება ფოლკლორული ანსამბლის, ”ბანის“ კონცერტი.

17:00 საათზე, „რესპუბლიკური პარტიის“ პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი სოფელ ველისციხეში, კულტურის სახლის წინ, მოსახლეობას შეხვდება.

18:00 საათზე, „რესპუბლიკური პარტიის“ პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი სოფელ კარდენახის ცენტრში მოსახლეობას შეხვდება.

18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის ,,შველი წყლის პირას“ ეროვნული მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემის ცერემონია და პრეზენტაცია.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. #11, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

18:00 საათზე, საარჩევნო ბლოკი ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო” ქუთაისის 47-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს.

Print