კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ანონსი
31 აგვისტოს ანონსი
ანონსი 09:30 საათზე - თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, ქართველი პარასპორტსმენების გაცილების ცერემონია გაიმართება.

10:30 საათზე - "პირველ პრესკლუბში" მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

11:00 საათზე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, სააგენტოს თავმჯდომარის რიგით მეცხრე შეხვედრა გაიმართება ბიზნესმენებთან - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე საინჟინრო მომსახურების ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.
მის: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8

11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" მთაწმინდის პირველი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

13:00 საათზე - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „ნიქოზის“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

13:00 საათზე - სააპელაციო სასამართლო „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელს განიხილავს, რომელსაც პარტიის წარმომადგენელი ცესკო-ში, თამარ ხიდაშელი დაესწრება.

13:00 საათზე - „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელი რევაზ ფახურიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საარჩევნო გარემოზე და რეფერენდუმზე

14:00 საათზე - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების ამოქმედება, რომელიც ძალაში 2016 წლის პირველი სექტემბრიდან შედის.
მის: აკ. წერეთლის გამზ.144

18:00 საათზე - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კოსოვოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება და ქართველი მშვიდობისმყოფელის დღის დაწესებას მიულოცავს. დაგეგმილია სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირველი ქართველი მშვიდობისმყოფელების დაჯილდოების ცერემონიაც.
მის: დ. ჭონქაძის 20, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები