ანონსი
26 აგვისტოს ანონსი
ანონსი 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია “ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის” ორგანიზებით, აფრიკელ პოლიტიკურ ლიდერთა დელეგაციისთვის კონფერენცია გაიმართება.
თემა: “საქართველოს რეფორმები - მაგალითი აფრიკისთვის?”.
მის.: გუდიაშვილის ქ. #7

11:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში" "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პარტიის გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და საარჩევნო პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული.
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

11:30 საათზე, "პირველის პრესკლუბში" საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: საკრებულოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული.
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

12:00 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კრწანისის მე-7 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ოდიშარია, შტაბის წევრებთან ერთად, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლს გაიღებს.
მის: გ. გულუას ქ. #4/2

12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სამინისტროს შორის პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდება. საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500

13:00 საათზე, ზესტაფონში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ილია კოკაიას წარდგენა გაიმართება.

16.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც საკრებულოს წევრები ქალაქ თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხზე თბილისის მერის დავით ნარმანიას მოხსენებას მოისმენენ.
მის: თავისუფლების N2

16.00 საათზე, „პატა ბურჭულაძე პლატფორმა სახელმწიფო ხალხისთვის“- ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, განცხადებას გააკეთებს და პარტიის ნინოწმინდის ოფისის ძარცვის შესახებ ისაუბრებს.
„ახალი საქართველოს“ ოფისი, სპორტის სასახლესთან.
საკონტაქტო პირი თამარ ჯინჭარაძე - 551 66 25 25

Print