კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ანონსი
24 აგვისტოს ანონსი
ანონსი

09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

09:45 საათზე, ტექნოპარკში პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების ფინალისტთა პრეზენტაციები გაიმართება, რომლებსაც „სილიკონ ველის“ ვენჩურული ინვესტორები შეაფასებენ.

მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7

11:00 საათზე, ”პირველის პრესკლუბში" “უსუფაშვილი-რესპუბლიკელების" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი ბრიფინგს გამართავს.

მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

11:00 საათზე, “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.

11:30 საათზე, საზოგადოებრივ პრესცენტრში, პარტია "მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.

მის: კოსტავას ქ. #68

საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642

11:30 საათზე, "პირველის პრესკლუბში" ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის "აფბა" ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული, 2016-2025 წლების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის შეფასება.

მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

12:00 საათზე, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს შორის სსმ და შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის სერვისების პილოტირების პროგრამის განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მის.: აკ. წერეთლის გამზ.#144

12:00 საათზე, ”პირველის პრესკლუბში" კომპანია "CIS"-ის რისკ-მენეჯმენტის დაზღვევისა და გადაზღვევის დამფუძნებელი და მფლობელი და საერთაშორისო კომპანია "ვილისი" ქსელის რისკ-მენეჯერი ხომი მოტამედი ბრიფინგს გამართავს.

თემა: რისკ-მენეჯმენტის დაფუძნება საქართველოში.

მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

16:00 საათზე, ბუტა რობაქიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მის საფლავთან (ვერის სასაფლაო) რობაქიძეების ოჯახის წევრები, „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და სხვა ორგანიზაციების, ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

საკონტაქტო პირი სოფო ძიგუა - 593 46 44 43

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები