ანონსი
23 აგვისტოს ანონსი
ანონსი

10:00 საათზე, პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საერთაშორისო კონფერენციას გახსნის.

თემა: “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში”.

10:30 საათზე, „პირველის პრესკლუბში“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, საარჩევნო გარემო მცხეთაში და პრემიერის განცხადება ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებით.

მის: წერეთლის #116, ბიზნესცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

10:30 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ირაკლი აბესაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 საათზე - სოფელ ლილოს ცენტრში (სკვერი) „ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნონა თოდუა სოფელ ლილოს მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქციას გამართავს. აქციაზე ასამდე ადამიანი სახელმწიფოს მხრიდან უკანონოდ, სიმბოლურ ფასად - 6 ლარად მათთვის კუთვნილი მიწების ჩამორთმევას გააპროტესტებს.

11:00 საათზე, "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: აფხაზეთის მთავრობის მიერ გაფლანგული მილიონები.

მის: დ. აღმაშენებლის #150 (პარტიის ცენტრალური ოფისი)

11:00 საათზე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის II შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს.

მის: ონიაშვილის ქ. #37

12:00 საათზე ,,თავისუფალი დემოკრატების'' ცენტრალურ ოფისში ირაკლი ალასანია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.

საკონტაქტო პირი ინგა სამხარაძე - 593 32 99 91

12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ფესტივალის დამფუძნებელი ლიანა ისაკაძე, ფესტივალის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია და ფესტივალის გენერალური მენეჯერი მარიამ დავითაშვილი გაუძღვებიან.

12.00 საათზე,  "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი   გიორგი ხაბურზანია ბრიფინგს გამართავს,

თემა- სამსახურიდან  პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულები და მიმდინარე გამოძიება.

13.00  საათზე,პარტია მომავალი საქართველო“.გიორგი ლაღიძე პარტია “მომავალი საქართველო”-ს ლიდერი. ბრიფინგს გამართავს. თემა:მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან და წინასაარჩევნო გარემოს შეფასება.

14:00 საათზე, შრომის ინსპექტორები საქართველოს რკინიგზაში არსებულ სამუშაო პირობებს შეისწავლიან. ინსპექტირების პროცესს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად დააკვირდება.

მის: ალ. მრევლიშვილის ქუჩა, ნაძალადევის რ-ნი; (ცოტნე დადიანის ქ. # 132-დან, „ნიკორას“ სათავო ოფისთან ჩასახვევი)

საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

Print