კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ანონსი
29 ივლისის ანონსი
ანონსი 09:30 საათზე, სასტუმრო ”თბილისი-მარიოტში“, ეროვნული ბანკის და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - ”ფინანსური განათლება ფინანსური კეთილდღეობისთვის” გაიხსნება.

10:30 საათზე, პორტალ ”კვირას” პრესკლუბში, თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი, ”დემოკრატიული მოძრაობის” წევრი შალვა ოგბაიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ტრანსპორტი, ახალი ავტობუსები”.
მის.: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65

10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) და ”CRRC–საქართველო” მედიას ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენენ.
მის.: მ. კოსტავას #14

11:00 საათზე, ”ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში, ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ბრიფინგს გამართავს.
მის.: ზუგდიდი, ი. მეუნარგიას ქ. #17. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ

11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის - ავტობაზის მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებას დაესწრება და სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.
მის.: თბილისი, დიდი დიღომი, ყოფილი ტელევიზორების ქარხნისა და IV მ/რ-ის, V კორპუსის მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი - 577 73 31 82

,11:00 საათზე, პორტალ ”კვირას” პრესკლუბში, ”ქართულო ოცნების” გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65

11:00 საათზე, პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისის პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში", ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ”პაპუაშვილის ბრალდებები; შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან და მთავარ პროკურორთან, ხორციელდებოდა თუ არა ზეწოლა მოსამართლეების მიმართ”
მის.: წერეთლის #116, ბიზნესცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინორაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე, "პირველის პრესკლუბში", განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრული ცენტრის ხელძღვანელი ნოდარ თათვიძე და კიევის უნივერსიტეტის ქართული ფილიალის წარმომადგენლები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
თემა: ”კიევის უნივერსიტეტის ქართული ფილიალის ლეგიტიმურობა”
მის.: წერეთლის #116, ბიზნესცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია და მისი ადვოკატი,უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციასგამართავს.
თემა: ”მარგველაშვილის და პაპუაშვილი განცხადებებმა შესაძლოა წინა საარჩევნო გარემო დააზიანოს”
მის.: კოსტავას ქ. #68

11:30 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, "მემარცხენე ალიანსის" გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ”საქართველოს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით”
მის.: კოსტავას ქ. 68
საკონტაქტო ნომრები: 577 10 99 88; 577 13 90 00
12:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, "დევნილთა პარტიის“ თავმჯდომარე ლელა გულედანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: „რატომ მიიჩნევს ”დევნილთა პარტია” მიზანშეწონილად ”ქართულ ოცნებასთან” გაერთიანებას“
მის.: კოსტავასქ. #68
საკონტაქტო პირი: ლელა გულუა 599 11 52 97

12:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია გაიმართება.
მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.29ა
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ნატალია ხურციძე 591 007 077

12:00 საათზე, სასტუმრო ”თბილისი რუმსში”, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ახალი ანგარიშის - ”ნატო-ს ეფექტი ახალი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე და მოსალოდნელი შედეგები საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართება.

12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ”ჯგუფის მიერ მოზიდული ინვესტიციები და სამომავლო გეგმები”
მის.: კოსტავას N14, შესასვლელი ბელინსკის ქუჩიდან; საპრესკონფერენციო ოთახი Master room
საკონტაქტო პირი: ხათუნა კაკაბაძე 599 20 62 46

12:00 საათზე, პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისის პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

13:00 საათზე, "მემარცხენე ალიანსის" ცენტრალურ ოფისში, "მემარცხენე ალიანსის" ლიდერებისა და ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელთა შეხვედრა შედგება.
თემა: ”ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში შეტანილი საკითხები”; ” წინასაარჩევნო პროგრამა”
მის.: ი. ხვიჩიას ქ.#17
საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 70 06 42

14:00 საათზე, სასტუმრო "ბილტმორ თბილისში", სასტუმროს ოფიციალურ გახსნამდე ორი დღით ადრე, მედიატური გაიმართება.
მის.: რუსთაველის 29.
საკონტაქტო პირი: თეონა ბაღდავაძე 597 97 03 53

14:00 საათზე, "სახალხო მოძრაობა - სოციალისტური საქართველო" ლენტეხში სვანეთის ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობას გამართავს.
15:00 საათზე, “საქპატენტის” ოფისში, მრგვალი მაგიდის სხდომა გაიმართება.
თემა: ”კონტრაფაქციული გამოცემების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიების შემუშავება”
მის.: ნ. რამიშვილის N31

15:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი რუმსში”, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროექტ - “ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში” დასკვნითი შეხვედრა გაიმართება.

16:00 საათზე, ბათუმში, სახალხოდამცველი საჯარო დებატებს გამართავს.
თემა: „უსახლკარობა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ეკომიგრაციის სფეროში არსებული გამოწვევები აჭარაში“
მის.: ბათუმი, ნინოშვილისქ. N35 შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 55-ეაუდიტორია

18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის 2016 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ცერემონიას თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრებიან.

20:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
მის.: მცხეთა, ბებრისციხის მიმდებარე ტერიტორია.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები