კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ანონსი
26 ივლისის ანონსი
ანონსი 10:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატაშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლსა და ადგილზე მომუშავე ექსპედიციას მოინახულებენ.

10:30 საათზე, "პირველის პრესკლუბში" სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ნატოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის განყოფილების უფროსი მარიამ თაყაიშვილი და თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის პოლიტიკის საამართველოს მთავარი სპეციალისტი ბექა ქირია სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

10:30 საათზე, პორტალ ”კვირას” პრესკლუბში, ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე პეტრიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ”გიორგი პაპუაშვილისა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ზეწოლასთან დაკავშირებით”, ”საარჩევნო და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები”.
მის.: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა - 599 72 65 65

11:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანის და მარიამ რამინაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 საათზე, პორტალ ”კვირას” პრესკლუბში, თბილისის საკრებულოს ”დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ზაზა ვეკუა პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ”საკადრო ცვლილებები თბილისის მერიაში”, ”საზოგადოებრივი ტრანსპორტი”, ”პოლიტიკური პროცესები”.
მის.: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა - 599 72 65 65
11:00 საათზე, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” საპარალამენტო არჩევნების მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს.
მის.: ონიაშვილის #37
საკონტაქტო პირი: თუთა ჩხეიძე 514 00 84 48

11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი პატარა ლილოს დასახლებასთან მისასვლელი გზის დასრულებულ პროექტს დაათვალიერებენ.
საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე 598 14 11 51
მის.: ვარკეთილის დასახლების მხრიდან თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე პირველივე გადასახვევი მარჯვნივ

11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ორგანიზაცია „ევროპა დონა -საქართველო“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ”ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის დაწყება”

11:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში", "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ”გიორგი პაპუაშვილისა და პრეზიდენტის შეხვედრა”; ”პრეზიდენტის განცხადებები”.
მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული,
საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე, "პირველის პრესკლუბში", "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ”გიორგი პაპუაშვილისა და პრეზიდენტის შეხვედრა”; ”პრეზიდენტის განცხადებები”, ”პრემიერის განცხადება”; "მწვანეთა პარტიის" გეგმები”.
მის.: წერეთლის #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული.
საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22.
12:00 საათზე “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” გლდანი-მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვახტანგ მაჭავარიანი გლდანის გამგეობასთან საპროტესტო აქციას გამართავს.
12:00 საათზე, “მეორე არხის პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავას და გოჩა ჯოჯუას პრესკონფერენცია გაიმართება.
12:00 საათზე, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, პროექტის - “მრავალფეროვანი საქართველო’’ ფარგლებში, თანამედროვე მწერლები გივი შაჰნაზარი, ავთანდილ ბერიძე და ანაჰიტ ბოსტანჯიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

12:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში,
პოლიტიკური პარტიების შემომწირველების შესახებ ორგანიზაციის ახალი ვებპორტალის პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: აღმაშენებლის გამზირი #61.

, 12:00 საათზე, სასტუმრო ”თბილისი რუმსში”, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებების და ინფორმირებულობის კვლევის შედეგებს წარმოადგენს.

12:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წიგნების შეგროვების აქცია მოეწყობა.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაესწრებიან.

12:00 საათზე, ვაზიანის IV ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პროექტ ARMY CARD-თან დაკავშირებით ბიზნესმენებს შეხვდება.
მედიასაშუალებების წარმომადგენლების მისვლის დრო 11:30 საათი.
მის.: დაბა ვაზიანი, IV ქვეითი ბრიგადა.
საკონტაქტო პირი: მადლენა მაჭარაშვილი 591 07 61 71

14:00 საათზე, სასტუმრო „ბეტსის“ საკონფერენციო დარბაზში, „მწვანე ალტერნატივა“ მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს.
თემა: ”პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროგრამებში საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების ხედვები”.
მის.: მაყაშვილის ქ. #32-34.

14:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას გურიის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს.
მის.: ოზურგეთი, ილია ჭავჭავაძის #1
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები