ანონსი
23 ივლისის ანონსი
ანონსი

11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოებს დაათვალიერებს.
მზიურის მიმდებარე ტერიტორია (მშენებარე კორპუსის მხრიდან)
საკონტაქტო პირი ლანა ქარდავა - 577158572

12:00 საათზე მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ეთნიკური უმცირესობების შესახებ მომზადებული პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
მის: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“

12:00 საათზე, "მემარცხენე ალიანსის" ლიდერები, კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი და პაატა ჯიბლაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდებიან და მათ პრობლემებს მოისმენენ, ასევე გააცნობენ მათ პარტიის საარჩევნო პროგრამას.
მის.: ყიფშიძის ქ. #7 („ნიკორას“ მაღაზიასა და „საქართველოს ბანკთან“)
საკონტაქტო პირები: ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642 , სოფიკო კარტოზია - 598 65 72 32
12:00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში, ირაკლი ალასანია პარტიის აღმასრულებელ მდივანს წარადგენს.
16:00 საათზე, მიწების კერძო მესაკუთრეების საპროტესტო აქცია გაიმართება, მოთხოვნით ”აღდგეს სამართლიანობა”.
მის: დიდი ლილო, შემოვლით რკინიგზასთან
საკონტაქტო პირი მარიამ ბაციშვილი - 558123412

19:00 საათზე - საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის 164-ე სეზონი ზაქარია ფალიაშვილის ოპერით - "აბესალომ და ეთერი" დაიხურება.
20:00 საათზე - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. დეპუტატობის კანდიდატებს პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს.
მის: ზუგდიდი, თავისუფლების მოედანი

21:00 საათზე - ფოთში, შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე (თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე), მერაბ სეფაშვილი ბენდით კონცერტს გამართავს.
Print