კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ანონსი
2 ივლისის ანონსი
10:00 საათზე - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გმირთა მოედანზე ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივს მიაგებს.
მის: გმირთა მოედანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი
საკონტაქტო პირი: ქეთევან ლომაია 599 50 83 55

10:00 საათზე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვასა და პრიორიტეტებს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს გააცნობს.
მის: სოფელი კაჭრეთი, პროფესიულ კოლეჯი „აისი“ (სასტუმრო ამბასადორის მიმდებარე ტერიტორია)
საკონტაქტო პირი: ნათია პაპავა 577173325

11:00 საათზე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გახსნილი საქმე.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ, N 72

11:00 საათზე - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების სახელის უკვდავსაყოფად ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.
მის: დუშეთის შესასვლელი, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სახელობის მემორიალი.
საკონტაქტო პირი: თეა ბოგვერაძე 595530021

11:00 საათზე - „დიდუბე პლაზას“ საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიცეუმის“ მიერ ორგანიზებული კონფერენციის „მოქმედება 365“ მესამე, ბოლო სამუშაო დღე გაიხსნება.
მის: წერეთლის გამზ. N116

12:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
მის: იოსებიძის ქუჩა #57
საკონტაქტო პირი: გიორგი ზოიძე 599 291202

12:00 საათზე - პარტია "მემარცხენე ალიანსის" ლიდერები კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე და არჩილ ბენიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.
მის: ვაზისუბნის მე-3 მ/რ, მე-2 კვარტ., მე-9 კორპუსთან.

13:00 საათზე - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ ერგნეთში, გამყოფ ხაზთან ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.

19:00 საათზე - დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე (გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე) გიორგი სუხიტაშვილის, ნინი წიკლაურის, თიკა მახალდიანის, სალომე ბაკურაძის, ნოდიკო ტატიშვილის, ოთო ნემსაძისა და ჯგუფის „ლაბორატორია“ კონცერტი გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები